05:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 14:31:17, 883 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება

„დამატებითი დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ, ვიდრე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას არ მივიღებთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით,  საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა გრძელდება.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მიიღო შინაგან საქამეთა სამინისტრომ, დადასტურდა, რომ  სექსუალური კავშირი იყო ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თავს შევიკავებ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უკვე დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. გამოძიება გრძელდება, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში და თუ რაიმე გამოიკვეთება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგხსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა. სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics