2018-07-24 14:19:19, 650 ნახვა
საზოგადოება
ავტომობილის ფერთან დაკავშირებით, ტაქსებს შეზღუდვები დაუწესდებათ
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს.
ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული რეგულაციების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება. პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე.
ავტორი: ,