00:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:36:46, 1053 ნახვა

სამართალი
თორნიკე კაჭარავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახავა-ტარების ბრალდებით დაკავებულ თორნიკე კაჭარავას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურორი მინდია დავითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე არსებობდა.

 „პატიმრობა იყო ერთადერთი ღონისძიება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა. სასამართლომ სრულად გაიზრიარა აღნიშნული გარემოებები და მის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე კაჭარავა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარია. მანამდე იგი ნარკოდანაშაულისთვის  იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჯერად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics