16:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:03:50, 616 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა

დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა, რომელიც დიდუბის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტია.

მერიის ინფორმაციით, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

მოედნის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.  მისი თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„თითოეული ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კონკრეტული ობიექტი რამდენიმე ფაქტორის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ის არის ზაზა ფაჩულიას სახელობის და პროექტი მისი ძალისხმევით განხორციელდა. მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მიხარია, რომ თბილისს ასეთი პროექტი შეემატა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სკვერი, განთავსდა საპარკე ინვენტარი და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის - „ეთამაშე ზაზას სთრითბოლი“ ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც პროექტის გამარჯვებულებმა და ზაზა ფაჩულიამ ქუჩის კალათბურთი ითამაშეს.

საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან, „გალფის“ გენერალურ დირექტორ გიორგი დევაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ილია წულაიასა და თარაშ შურღაიასთან ერთად გახსნა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics