00:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:02:15, 725 ნახვა

სამართალი
შსს-ს გენერალური ინსპექციამ შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ფარგლებში,  გენერალურ ინსპექციის დეპარტამენტში მიმდინარეობს სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმები, რათა ის  უფრო ეფექტურ, გამჭვირვალე და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს.

უწყების ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მიმართულება საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარებაა. ამ მიზნით, გენერალური ინსპექციის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაცია - „შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის“ ექსპერტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ალექსანდრე ხოჯევანიშვილს და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებს პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის თეორიები და პრინციპები გააცნეს.

სემინარი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. განხილული იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, არსებული რეალობა და გამოწვევები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა  მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

აღნიშნული შეხვედრა  შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლობის დასაწყისს წარმოადგენს.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics