19:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 10:55:02, 619 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის სამზადისს გაეცნო

„ყინულის სასახლის და საცურაო აუზის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ადგილზე დეტალურად გავეცანი სამუშაო პროცესს. რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, რომ ერთის მხრივ ხარისხი იყოს შენარჩუნებული და მეორეს მხრივ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით წარიმართოს პროექტი, რათა ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადას, რომელიც ჩვენს ქალაქში გაიმართება", - აღნიშნული განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ყინულის სასახლის სამშენებლო სამუშაოების გაცნობისას გააკეთა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პირველ სამუშაო დღეს ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნული ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოებს. მთავრობის ხელმძღვანელი პროექტის ვადების დაცვის თემით დაინტერესდა.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის დათბუნება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟი, სახანძრო სისტემის მონტაჟი. ამ ეტაპზე პროექტში 50 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 1 სექტემბრისთვის დასრულდება.

დახურულ სპორტული კომპლექსში - ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება.

ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა - 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics