|
2018-07-23 18:32:30, 662 ნახვა
კომენტარი
გაბოძე ხორავას ქუჩის საქმეზე: ვის მიმართაც მტკიცებულებები არსებობდა, ყველა მიეცა პასუხისგებაში
თბილისის ყოფილი პროკურორის მოადგილის გიორი გაბოძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალი იმ პირებს წარუდგინეს, ვის მიმართაც მტკიცებულებები არსებობდა. როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში 8 პირია პატიმრობაში, 2 კი, არასაპატიმრო ღონისძიების ქვეშ. „გამოძიების დაწყებიდან სამ დღეში პასუხისგებაში იქნა მიცემული 7 პირი. ამ 7 პირიდან 5 არის პატიმარი 2 მათგანზე კი, როგორც იცით, უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯილი აქვს სასჯელი. აპელაციაში გასაჩივრებული გვაქვს ორივე მხარეს. ამის მიუხედავად გაგრძელდა კიდევ გამოძიება, ახლი გარემოებებიც იქნა დადგენილი, რის შემდეგადაც უკვე სამი პირია პასუხისგებაში მიცემული, საერთო ჯამში 8 პატიმარი და 2 პირია რომელიც პატიმარი არ არის ისევდა ისევ არასრულწლოვანთა კანონმდებლობიდან გამომდინარე. მათი დაპატიმრების საშუალებას არ გვაძლევდა კანონი და ამიტომ ორი პირი იმყოფება არასაპატიმრო ღონისძიების ქვეშ. ასე რომ ვის მიმართაც იყო შესაბამისი სტანდარტი და რა მუხლითაც იყო, ყველა მიეცა პასუხისგებაში“, - აღნიშნა გაბოძემ. შეკითხვაზე, იცნობდნენ თუ არა ზვიად კუპრავას მიერ კომისიისთვის წარდგენილ ჩანაწერს პროკურორები, გიორგი გაბოძემ უპასუხა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამომძიებელმა დაიბარა არასრულწლოვნები და ვინმე ბაბუისგან ზეწოლაზე გააფრთხილა. „ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ დასკვნა გამოვიტანე ასეთი. გამოძიება დაიწყო შსს-მ, პროკურატურა იყო ზედამხედველი, მოწმეთა ზემოქმედებაზე. ანუ იყო რეალური ინფორმაცია, ამაზე საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, გამოძიება დაიწყო, რომ მოწმეებზე ახდენდნენ ზემოქმედებას, მათ შორის ფულით მოსყიდვას შეიძლება ჰქონოდა ადგილი და ა.შ. და ეს საეჭვო პირები დაიკითხნენ, ვიზეც იყო ინფორმაცია. ასევე დაიკითხნენ მოწმეებიც მე დავავალე ან უშუალო პროკურორს ან განყოფილების უფროსს ზუსტად არ მახსოვს, რომ ან პროკურორები, ან გამომძიებლები შეხვედროდნენ ყველა იმ მოწმეს, რომლებიც ბრალდებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავდნენ ჩვენებაში და გაეფრთხილებინათ ამ საშიშროების შესახებ, რომ მათზე შესაძლებელია მომხდარიყო რაიმე ფორმით ზეწოლა, თუნდაც ფულის შეთავაზება და შეიძლება ეს შეხვედრა იყო ზუსტად და სიტყვა ბაბუა საიდან გაჩნდა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კონკრეტულ პირზე გვქონდა ეს ინფორმაცია. ეს პირი დაკითხულია იმ საქმეზე, მან არ დაადასტურა ეს, არც იმ მოწმეებმა დაადასტურეს ვიზეც იყო ეჭვი, მაგრამ რამდენადაც ვიცი მოგვიანებით, უკვე განაჩენის შემდეგ გარკვეულმა მოწმეებმა რაღაც ინფორმაცია დაადასტურეს ზეწოლის და ერთი პირი პატიმარიც არის მორჩაძე. შეიძლება ზუსტად ამისი გამოძახილი იყო ის ჩანაწერი. ის გამომძიებლები მართლა შეხვდნენ, კონკრეტულად რომელ არასრულწლოვნებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩემი დავალება იყო ეს, რომ პრევენციის მიზნით შეხვედროდნენ, გაეფრთხილებინათ, რომ თუ ვინმე მათ შეაწუხებდა, ეს იყო დანაშაული თუ ისინი ან ფულს აიღებდნენ ან ჩვენებას შეცვლიდნენ, ამიტომაც პირდაპირ მოეწოდებინათ ჩვენთვის ინფორმაცია. შეიძლება ამისი შედეგია ზუსტად ის ჩანაწერი სადაც ამბობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“,-აღნიშნა გიორგი გაბოძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)