|
2018-07-23 17:52:52, 800 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ გალის რაიონში ქართველებისთვის არ არსებობს არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ბავშვები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ. ხაზი გაესვა გალის რაიონში არსებულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურობის იძულებით შეცვლის ფაქტები და პასპორტიზაცია, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იძულებულ გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების საკითხს. შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები. „მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ქართველი მოსახლეობისათვის რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან საკუთარი უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, რომ ყველა უწყების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა გარდატეხას შეიტანს არსებული პრობლემების დაძლევაში.“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)