15:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 17:29:31, 724 ნახვა

საზოგადოება
ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ცხედრებს აშშ-ში დღეს გადაასვენებენ

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ცხედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს გადაასვენებენ.

გადასვენების პროცესი, მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 10-დღიანი ექსპერტიზა დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებოდა მოკლული რაიან სმიტის ტყუპისცალი ძმა, თუმცა აღნიშნული ამერიკის საელჩომ უარყო. ოჯახის ახლობლები კონფიდენციალობის დაცვას ითხოვენ. კონკრეტულად რომელ ქალაქში მოხდება მათი დაკრძალვა უცნობია.

გადასვენების ხარჯები აშშ-ის საელჩომ უზრუნველყო.

შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სასამართლომ 11 ივლისს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics