|
2018-07-20 16:04:43, 1209 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. 12 ქვეყნის, მათ შორის გერმანელი, ესპანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი, ჩეხი და სერბი სტუდენტები საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ „Drop of Wine from Mountain to Sea"-ის ფარგლებში იმყოფებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია „Emotions are Georgia " წარუდგინა. პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა უმრავლესობა პირველად სტუმრობს საქართველოს. ორი კვირის მანძილზე 45 სტუდენტი გაეცნობა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)