|
2015-06-02 20:29:11, 392 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს ძალისხმევას, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აქვს
„ მე დავარწმუნე ჩემი ესტონელი კოლეგა, რომ საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ძალისხმევას, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აქვს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევია. „ჩვენ გვჯერა და ჩვენ დავუდასტურეთ ჩვენს კოლეგებს, რომ საქართველოს ძალიან მყარი პოზიცია და არჩევანი ამ თვალსაზრისით მდგომარეობს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ურღვევობაში, ასევე რეგიონის თავლსაზრისით მშვიდობის და სტაბილურობის გაღრმავებაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, ჩვენ გავაგრძელებთ იმ შესაძლებლობებით მუშაობას, რაც საქართველოს გააჩნია. საქართველოს ძალიან ძლიერი მექანიზმი გააჩნია ნატოს პაკეტის სახით, რომლის იმპლემენტაციასაც ჩვენ ვახორციელებთ და ამ გზას ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან ძლიერი მექანიზმები ევროკავშირის მიმართულებითაც. ამ მექანიზმებს საფუძველი ჩაეყარა 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელმაც უკვე იმოქმედა ჩვენს სავაჭრო ბალანსზე ევროპასთან და ეს პროცესი გაღრმავდება ისევე, როგორც ევროპული ორიენტაციის რეფორმები საქართველოში და ასევე ის გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული რიგაში, კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც მისაღწევია უახლოეს მომავალში და ეს მიღწევები მიგვიყვანს რასაც ჰქვია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან. მე დავარწმუნე ჩვენი კოლეგა პრეზიდენტი, რომ საქართველო ამ გზაზე კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ძალისხმევას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ მიმართულებით და რომელმაც რეალურად საქართველოს პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ვექტორად ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი ასახა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონელ სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ესტონეთს შორის ამ ვიზიტით ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)