|
2018-07-19 17:27:21, 780 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, გავაკეთოთ მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეთ
დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში განაცხადა. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. „ახალი, მოტივირებული მთავრობის არსებობის პირობებში, ჩვენ ვაპირებთ, რომ უზრუნველვყოთ ახალი დინამიკა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს იმისთვის, რაც ბრძანა - რომ სრულად უჭერს მხარს ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას, რათა პოლიტიკა უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ მივმართოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ერთობლივი ინიციატივის სახით შევიმუშავებთ საგზაო რუკას, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების შექმნა ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრაციისთვის. პრეზიდენტო ტუსკ, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მეგობრობას და რომ განვაზოგადოთ – ევროკავშირის მეგობრობას და საქართველოსთვის მხარდაჭერას. ჩვენი არსებული ურთიერთობების სოლიდური ბაზის პირობებში ჩვენ ვცდილობთ ახალი შესაძლებლობების მოძიებას და მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერს აფასებს და დონალდ ტუსკს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პირადად თქვენს წვლილს საქართველის ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მყარად დგას ამ გზაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, ლოგიკურია, რომ უცხოეთში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილი ბრიუსელია. შეხვედრის დროს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შეგვეფასებინა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის თვალსაზრისით არსებული მიღწევები და განგვეხილა ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები. ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემის რეკონსტრუქცია ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. ამან მოახდინა მთავრობის მიერ რეფორმების მცდელობების კონსოლიდირება დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით ჩვენ ვახდენდით ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზებას და მის თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზართან. რეფორმების შედეგად ევროკავშირთან ვაჭრობა არსებითად გაიზარდა, რაც ევროკავშირს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს; ჩვენ სწრაფად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და ვქმნით უკეთეს საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი ხელშესახები შედეგები მოუტანა. მან ხელი შეუწყო ბიზნესის წარმოებას, კიდევ უფრო გააძლიერა აკადემიური, ტურისტული და კულტურული კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. ეს მიღწევები დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან, რომლებსაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)