2018-07-19 16:59:02, 582 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული 1 ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს [ვიდეო]
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, უკრაინელი ტურისტი მთის ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გრძელდება სამაშველო სამუშაოები კიდევ ერთი ტურისტის გამოსაყვანად.
ცნობისთვის, ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, რა დროსაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მათი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.
ავტორი: ,