|
2018-07-19 16:48:57, 1057 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს. საქართველოს ისტორიულ წარმატებად შეფასდა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება, ასევე, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიე-პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მალდობა გადაუხადა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის მნიშვნელოვან გაზრდას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღინიშნა, რომ მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნას გულისხმობს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ პროცესში ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს. საუბარი შეეხო განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებს, რომელთა განხორციელება, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)