17:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 15:27:42, 545 ნახვა

რეგიონი
ქვემო სილეზიის სეიმიკმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრი, ილია ვერძაძე, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქვემო სილეზიის სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ცერემონიაში მონაწილეობდნენ.

ქვემო სილეზიის სეიმიკის საგანგებო სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა:

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. უახლოესი წარსულის სამხედრო აგრესიამ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მისასალმებელია, რომ თქვენმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა და მკაფიოდ დააფიქსირა მისი ურყევი პოზიცია. პოლონეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური პირები საერთაშორისო დონეზე, მუდმივად აფიქსირებენ საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას. ???? მოხარული ვართ, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვემო სილეზიის რეგიონულმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რეზოლუციის მიღებით მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაგმოს ქვეყნის ოკუპაცია. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, სეიმიკის თავმჯდომარეს, მარშალს, პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას და პოლონელ ხალხს მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც შარშან გაფორმდა და რეგიონებს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics