03:41 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 15:11:35, 711 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: „OGP"-ის თბილისის რეზოლუცია პარტნიორებს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხით დაამახსოვრდებათ

„OGP"-ის თბილისის რეზოლუცია პარტნიორ ქვეყნებს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხით დაამახსოვრდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 „ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე ჩვენ მივიღეთ თბილისის რეზოლუცია, რომელშიც პირველად იქნა შეტანილი 2 საკითხი „ღია მმართველობის პარტნიორობის" მთელი მმართველობის განმავლობაში. ამას, ალბათ, დაერქმევა თბილისის ნორმები და ამით იხელმძღვანელებენ პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარეები.

პირველი − ეს არის, რომ ღია მმართველობაში მოვიაზროთ არა მხოლოდ მთავრობები, არამედ პარლამენტები, სასამართლო და მუნიციპალიტეტები. საქართველო არის წარმატებული მაგალითი იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი; მთავრობა; პარლამენტი; მართლმსაჯულება; ოზურგეთის, ზუგდიდის და სხვა მუნიციპალიტეტები არიან ჩართულნი პარტნიორობაში. ჩვენ მაგალითს ვაჩვენებთ სხვა ქვეყნებს და ეს გამოჩნდა თბილისის რეზოლუციით.

თბილისის რეზოლუციაში, ასევე, პირველად იქნა შეტანილი ქალთა და გოგონათა უფლებების შესახებ  ჩანაწერი. მე მჯერა, რომ კანადა, რომელსაც ჩვენ გადავაბარებთ პარტნიორობის თავმჯდომარეობას, დიდ ყურადღებას დაუთმობს, რადგან ქალთა და გოგონათა უფლებები კანადისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ორი საკითხით თბილისის რეზოლუცია „OGP"-ის წევრ ქვეყნებს ნამდვილად დაამახსოვრდებათ და ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია".

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics