|
2018-07-19 14:29:12, 626 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო
დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს, დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაზე დიდ პრობლემას სანიაღვრე სისტემის არარსებობა წარმოადგენს, რაც მთლიანად მოწესრიგდება. „ტერიტორიაზე, როგორც ახალი ასფალტის დაგება, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანად გამოცვლა და რეაბილიტაცია მოხდება. სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. წლიდან წლამდე, როდესაც ამ კონკრეტული მონაკვეთის შეკეთება ხდებოდა, შემდეგ, ყოველთვის ფუჭდებოდა. სანიაღვრე სისტემასთან ერთად, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და გარე განათება მოწესრიგდება. მგონია, რომ ძალიან ლამაზი პროექტი გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ. „ბარათაშვილის აღმართის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლეობით, სამი თვე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტილი იქნება. სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება და მოსახლეობა შეძლებს, რომ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. აღმართის დასაწყისიდან ავლაბრის მოედნამდე, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივი იქნება“, - აღნიშნა გალაქტიონ ბუაძემ. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, ასფალტის საფარი 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება. ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ივლისის 23:00 საათიდან, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 ივლისიდან, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები. ასევე, შეიცვლება ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრისკენ მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტებიც.
(NS)
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)