15:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 13:34:38, 660 ნახვა

საზოგადოება
ჰიდროგრაფიული სამსახური ბათიმეტრიულ სამუშაოებს მოდერნიზებული სისტემით ახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების მიერ დამზადებული  აპარატურით ახორციელებს.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის უსაფრთხოება.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა კატამარან ,,გაგრაზე“ მოახდინა ექოლოტის მოდერნიზება - ახალი სისტემა მოიცავს თანამედროვე   სტანდარტებთან შესაბამის  პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც  ბათიმეტრიული აზომვითი  სამუშოების პროცესში ზუსტი  მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა.  აღნიშნული სისტემა ასევე ახდენს  გეოპოზიციის ცდომილების გარეშე განსაზღვრას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნავიგაციისათვის. 

ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართელოს მიერ  განახლებული აპარატურით ფოთის პორტის  შესასვლელ არხში ბათიმეტრიული აზომვითი სამუშაოები განხორციელდა, მოპოვებული მონაცემები სპეციალურ  პროგრამაში დამუშავების შემდეგ  ფოთის საზღვაო-სანავიგაციო რუკაზე იქნება დატანილი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული საზღვაო  რუკები  საერთაშორისო რუკათა კატალოგშია შეტანილი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics