16:58 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 12:00:29, 940 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ბელარუსის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ბელარუსის ფინანსთა მინისტრებს შორის  შეხვედრაზე, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, სტუმარს გააცნო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები. საუბარი შეეხო როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ყურადღება ასევე გამახვილდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე.

ბელარუსის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ბელარუსისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორი უწყების ხელმძღვანელთა პირველი შეხვედრა ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას და საქართველოსა და ბელარუსის ფინანსთა სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტური თანამშრომლობის  გაძლიერების კიდევ ერთი საფუძველი გახდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics