|
2018-07-19 11:15:46, 734 ნახვა
კომენტარი
ავთანდილ ხურციძე: მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ
„საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წსრმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად“, - ამის შესახებ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ხურციძე აცხადებს, რომ საქართველოსგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს და არ გამორიცხავს, ამერიკიდან გამოძევების შემთხვევაში, კარიერა რუსეთში გააგრძელოს. "რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ... ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია. დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით), ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება. მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს. რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს "კლიჩკა" სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წსრმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?!“, - წერს ხურციძე.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)