2018-07-18 18:47:02, 944 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-საკონსულტაციო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხეილ განცხადებით, ის ანალიტიკურ-საკონსულტაციო ორგანიზაციას ქმნის.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროექტში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება თანამდებობიდან მის წასვლას, ჯანელიძემ განმარტა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.
„მე ვიწყებ პროექტს, რომელიც უკავშირდება ცენტრის ჩამოყალიბებას და ცენტრის ძირითადი საქმიანობა იქნება ევროპული მმართველობის და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით კვლევები და ასევე საკონსულტაციო მომსახურება. ჩემი წასვლა, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და ეს მე თავიდანვე განვაცხადე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: ,