2018-07-18 16:59:44, 1161 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4546 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4488 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში თითქმის 2 თეთრით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.8520 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი ფასი 2.8700 ლარია. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0180 ლარი შეადგინა
ავტორი: ,