|
2018-07-18 16:40:25, 1067 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი: ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს ალიანსში საქართველოს სრულუფლებიან წევრობას
„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს გასული კვირის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება, რაც საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ისახავს მიზნად", - ამის შესახებ სენატორმა ბენ კარდინმა აშშ-ის კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ფარგლებში გამართული მოსმენისას განაცხადა. სენატორის თქმით, მიუხედავად გარკვეული მომენტებისა, ნატო-ს საბოლოო დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ნატო-ში. "ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით. ჩვენ გვსურს ბატონ პუტინს გავაგებინოთ, რომ ნატო-ში საქართველოს მიღება მას არ ეხება, ეს არის ქართველი ხალხისა და ნატო-ს პარტნიორების გადასაწყვეტი", - განაცხადა კარდინმა. სენატორის შეფასებით 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა ემსახურებოდა რუსეთის ფედერაციის მიზანს ხელი შეშლოდა საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში. ბენ კარდინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი ქმედებები მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების კომპრომეტირებისკენ. სენატორმა ბენ კარდინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა 2017 წელს აშშ-ის სენატში მიღებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას, ასევე აშშ-ის სენატში მიღებულ ნატო-ს მხარდამჭერ რეზოლუციას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა".
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)