|
2018-07-18 15:04:50, 729 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: საჯარო სერვისების დროულად მიწოდების მიზნით ქვეყანაში საჯარო სერვისების ჰაბი მოქმედებს
თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმით გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელმა დირექტორმა სანჯეი პრადანმა და პარტნიორობის თანათავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბამ. სამიტის სტუმრებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ვისთვისაც თანამედროვე, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა მოქალაქეთა კეთილდღეობის ფუნდამენტური წინაპირობაა. დღეს ჩვენ გვერდით არიან 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები. „ღია მმართველობის პარტნიორობის" მთავარი მიზანი ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცებაა, ასევე, საზოგადოების ნდობის ამაღლება და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. სწორედ მრავალფეროვნებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას თანამედროვე მმართველობა, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი მოქალაქე. წელს საქართველო ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ასი წლისთავს ზეიმობს. „ღია მმართველობის პარტნიორობის" ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი კონსტიტუცია ეხმიანებოდა. უფრო მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპიც კი იყო აღიარებული და გათვალისწინებული. ჩვენი მთავრობის მიზანია, გაამყაროს ეს მონაპოვარი და უზრუნველყოს ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობა. წელს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გახდა 76 ქვეყნისგან შემდგარი მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმატება დიდწილად ეროვნულ დონეზე განხორციელებულ რეფორმებს ეფუძნება და ჩვენს ქვეყანაში მმართველობის გაუმჯობესებისთვის მობილიზებული ძალისხმევის შედეგია. საჯარო სერვისების დროულად და ეფექტიანად მიწოდების მიზნით ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს საჯარო სერვისების ჰაბი − იუსტიციის სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და 400-ზე მეტ სერვისს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. ამავე მიზნით სოფლებში მოქმედებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი, სერვისების უმეტესობა კი, ხელმისაწვდომია ონლაინრეჟიმში", − განაცხადა მამუკა ბახტაძემ. საქართველო 17-19 ივლისს „ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებს. სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს" მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)