18:03 - 06 Nov, 2026
|
2018-07-18 14:26:11, 654 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო სოზარ სუბართან ერთად, დევნილთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილ მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. გაერთიანებულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებთან და დეპარტამენტის უფროსებთან ერთად ორი სამინისტროს შერწყმისთვის აუცილებელი ღონისძიებები განიხილეს. ასევე, ინტენსიური სამუშაოები დაგეგმეს, კონკრეტული დავალებები გაანაწილეს და ახალი უწყების ფუნქციების გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. ორი სამინისტროს შერწყმა მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდა და ეფექტიან, შედეგებზე ორიენტირებულ მართვას ისახავს მიზნად.
(NS)
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)