14:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:24:05, 586 ნახვა

საზოგადოება
„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც  13 -18 წლის 1500-მდე მოზარდი დასვენების  პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი  სხვადასხვა სამთავრობო  სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების  პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით, კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

საზაფხულო ბანაკი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics