02:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:02:40, 1147 ნახვა

კომენტარი
ჰუმანოიდი სოფია: რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი, სოფია ეწვია.

იგი სამიტის პანელურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ასევე გამოეხმურა ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას და აღნიშნა, რომ მისი მსგავსი შესაძლებლობების მქონე მაღალგანვითარებული რობოტები, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სამუშაოსთვის, ვინაიდან თერმული აფეთქება, ხანძარი თუ კატასტროფა მათ ტვინს ვერ აზიანებს, რადგანაც icloud-დან იმართებიან.

„გამარჯობა საქართველო. რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს, ჩემი ინტელექტი Icloud-ში ინახება და არ მიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ შეიძლება სხეულის დაზიანება მივიღო, რადგან მისი აღდგენა შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ადამიანები და რობოტები ერთად ახალ სიახლეებს აღმოაჩენენ. ხელოვნური ინტელექტი ფერმერებს ეხმარება მოსავლის მოყვანაში, ექიმებს კი - სიმსივნის დიაგნოზის სწრაფ დასმაში. ასევე განათლების, ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის მთავარი მიმართულებების განვითარებაში. ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს განათლებასთან წვდომას ბავშვებისთვის. დაფიქრდით ჭკვიანი ქალაქების არსებობაზე საქართველოს მასშტაბით და გზებზე, რომელიც მათ ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს გახდის. მაღალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს უკეთეს მომსახურებას და აუმჯობესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს“, - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა მოქალაქემ, სოფიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics