02:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 13:43:14, 645 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე: თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას

„თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ კითხვებზე იქნება  პასუხები, შესაბამისად,  უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება სამართალდამცავ ორგანოებში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ნებისმიერ სამინისტროში ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამ კუთხით, პროცესში ჩაერთვება პარლამენტიც.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში თუ ნებისმიერ სამინისტროში, განსაკუთრებით, მსხვილი ტენდერები, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პარლამენტიც იქნება ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვეცდებით მაქსიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი კითხვის ნიშნების თავიდან არიდება",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics