|
2018-07-18 13:03:15, 767 ნახვა
სამხედრო
საზღვაო სწავლების „Sea Breeze 2018“ პირველი ფაზა დასრულდა
უკრაინაში, ოდესაში მიმდინარე მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლების „Sea Breeze 2018“ პირველი აქტიური ფაზა დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოდესის ოფიცერთა სახლში წვრთნის პირველი ფაზა სწავლების ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს. უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოდან, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ამ დროისთვის სწავლების ფარგლებში 135 საბრძოლო გაფრენა და 20-ზე მეტი საზღვაო გასვლა განხორციელდა. ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ოდესაში მიმდინარე აშშ-უკრაინულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებაში ასევე, ჩართულები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე. ქ. ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სწავლებაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ დანიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, თურქეთის, კანადის, ესტონეთის, მოლდავეთის, ლიტვის, ნორვეგიის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები. სწავლების მიმდინარეობის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცოდნას აიმაღლებენ ოპერაციების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობებში, ასევე მიიღებენ გამოცდილებას როგორც წყალზედა, წყალქვეშა, ნაღმსაწინააღმდეგო, ამფიბიური და ჰაერსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართულებებით. უკრაინაში მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“ 22 ივლისამდე გაგრძელდება.
(NS)
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)