2018-07-17 17:57:08, 1240 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს უსმენენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი და მისი მეუღლის მობილურ ტელეფონებს უსმენენ.
ამის შესახებ მან მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ამ საკითხზეც იქნება საუბარი.
"როგორც გავარკვიე, მე და ჩემი მეუღლე დაგვსვეს ოფიციალურად სატელეფონო მოსმენაზე. ზუსტად ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი. პროკურორს მოუვიდა თავში ეს იდეა, რატომ გვისმენენ?! რა ბრალდება წაგვიყენეს?!", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ავტორი: ,