|
2018-07-17 16:09:48, 898 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა იტალიურ კომპანიებს მოუწოდა, საქართველოში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა უფრო აქტიურად განიხილონ
"საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან; ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ინდოეთთან, რომ უახლოეს მომავალში დავასრულოთ მოლაპარაკება და მათთან ერთად შევქმნათ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რაც, ვფიქრობ, საქართველოს მიმზიდველობას იტალიელი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო გაზრდის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უკვე 34 ქვეყანასთან აქვს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ და ანალოგიურ შეთანხმებაზე კონსულტაციები იტალიასთან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. "ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფორუმის ყველა მონაწილეს, ბიზნესსექტორს. მე მქონდა ბედნიერება, ჯერ „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის როლში, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტზე პირდაპირ მემუშავა იტალიურ კომპანიებთან. მათი მენეჯმენტის და გამოცდილების ხარისხი მართლაც ძალიან მაღალია, სწორედ ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ საქართველოში გვჭირდება, ისეთი, როგორიც პასუხობს იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გავზრდით სავაჭრო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის და რაც მთავარია, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო არის საიმედო პლატფორმა თქვენთვის, რომ თქვენ აკეთოთ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ჩვენს რეგიონში არსებობს ძალიან მზარდი მოთხოვნა ევროპულ, მაღალხარისხიან პროდუქციაზე, პროდუქციაზე, რომელსაც იტალიური კომპანიები აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, კიდევ უფრო აქტიურად განიხილოთ თქვენი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა საქართველოში", -განაცხხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მე დღეს გულწრფელად ვთქვი, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს. საქართველოს ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ ჩემი თაობის არჩევანი, ეს გახლავთ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი. საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და იტალიელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ ახორციელებთ საქართველოსადმი ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)