15:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 12:12:07, 716 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC-ს შორის სამოქმედო შეთანხმება გაფორმდა.

სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმება  მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ინოვაციების, ტექნიკურ-სამეცნიერო მიმართულებით და ერთობლივი ინიაციატივებისა და პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის მიზანია ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა და წახალისება იტალიასა და საქართველოს შორის. სამოქმედო შეთანხმების გაფორმება  იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე იტალიისთვის ,,მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერა, გაცვლითი თუ ერთობლივი კვლევითი პროგრამების ხელშეწყობა და აქტიური თანამშრომლობა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.“

,,იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასთან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ შედეგებს ქართული სტარტაპების ევროპის ბაზარზე გასასვლელად, ქართული  და იტალიური სტარტაპების დაახლოებას ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ქართველი სტარტაპერებისთვის დაწესდა ინოვაციური ჯილდო ,,საქართველოს საუკეთესო ინოვატორი“. კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საქართველოში იტალიის საელჩოს, COTEC - ისა და GITA - ს წარმომადგენლების მიერ. გამარჯვებული სტარტაპი სამთვიან სტაჟირებას გაივლის იტალიაში Kilometro Rosso - ში.  Kilometro Rosso  ევროპული, ინოვაციური ცენტრია, რომელიც იტალიაში 2003 წელს დაარსდა და მომხმარებელს სამეწარმეო აქტივობებს, კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პროფესიულ სერვისებსა და ტრენინგებს სთავაზობს. გამარჯვებული სტარტაპი  ცენტრის მკვლევარებისგან  სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას მიიღებს იდეის შემდგომი განვითარებისთვის.

COTEC - ი დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის   მიზანია იტალიის წარმოების სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება და ხელშეწყობა. განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ისეთ სერვისებსა და ინდუსტრიებზე,  რომელიც ხელს უწყობს კვლევებისა და ინოვაციური სისტემების განვითარებას რეგიონალურ, ეროვნულ და საერთშორისო ჭრილში. COTEC -ი აქტიურად თანამშრომლობს  ბიზნესასოციაციებთან, კომპანიებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და  ბანკებთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics