22:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 10:52:10, 708 ნახვა

სამართალი
მცხეთაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

უწყების ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს 51 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული, ხოლო  მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, სხვა სახეობისა და რაოდენობის ხე-ტყე იყო მითითებული.

ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics