2018-07-17 09:42:56, 628 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ იტალიურ მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ენცო მოავერო მილანეზიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ურთიერთგაგების მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა ფორმის თავიდან აცილებასა და მათ წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას გულისხმობს.
(NS)
ავტორი: ,