|
2018-07-16 14:22:28, 517 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ლომჯარიამ მედიას ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო
ვახტანგ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერებინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სააგენტოს თითოეული თანამშრომლის შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია. მაია ბითაძე რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კადრები დადგმულია და მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. „ყველა ადამიანის გასაგონად, რომელიც მანიპულირებს და შანტაჟის გზით ელაპარაკება თბილისის მერიას, მათ შორის, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, ხაზგასმით მინდა ვთქვა - ძალიან ვთხოვ, დააფასოს თითოეული ადამიანის შრომა, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში მუშაობს და კარგად დააკვირდეს იმ ღონისძიებებს, რასაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს იმისთვის, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაიბრუნოს ის ფუნქცია, რისთვისაც ის შეიქმნა. ასევე, კარგად დააკვირდეს რეორგანიზაციის იმ აქტიურ პროცესს, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ისეთი ფაქტების აღმოფხვრაა, რომელზედაც ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა აქციებს მართავენ, თავის დროზე პრობლემა არ ჰქონიათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ. მერის მოადგილის განმარტებით, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული სცენა დადგმულია. „ორი კვირის წინ გარკვეული ურთიერთობები შევწყვიტეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან. რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლებული ადამიანების გაბოროტებული ქმედებების შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გამოძიება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს. ასევე, ვფიქრობ, რომ შეუტყობინებლობის მუხლზეც იყოს საუბარი, თუმცა ეს გამოძიების პრეროგატივაა. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლების კეთილსინდისიერი შრომა დააფასონ და გავავლოთ ზღვარი კეთილსინდისიერებასა და დანაშაულს შორის, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი აღნიშნული ვიდეომასალის მომზადებაში ვეტერინარის მონაწილეობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. „გუშინ ამ ყველაფრის გამოძიება დავიწყეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ მდგომარეობას იძიებს და ჩვენი მიზანია, დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდეს და დაისაჯოს. გამოვრიცხავ, რომ ეს ვეტერინარს გაეკეთებინა. ეს იმ სურათის ინსცენირება იყო, რასაც ამდენი ხანია ვებრძვით და რის წინააღმდეგაც გამოვდივართ“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ახალი მენეჯმენტის პირობებში, სააგენტოში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, არსებული რესურსით ორნახევარჯერ გაიზარდა ოპერაციების რაოდენობა. რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე, შემცირდა ბიუროკრატია და აქცენტი თავშესაფარზე გაკეთდა. გარდა ამისა, გაძლიერდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამაშველო ოპერაციები, რომელზეც მანამდე რეაგირება არ ხდებოდა. ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მხოლოდ გაზაფხულზე ჩატარებული 102 სამაშველო ოპერაციისას, სააგენტოს თანამშრომლებმა 111 ცხოველი გადაარჩინეს. სამომავლოდ იგეგმება ვეტექიმების, ფერშლების, კინოლოგებისა და სანიტრების რაოდენობის ზრდაც. ასევე, მინიმუმამდეა შემცირებული ევთანაზიის რიცხვი.
(NS)
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)