|
2018-07-16 12:38:35, 922 ნახვა
სამართალი
თადუმაძე - სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი იმაზე მაღალია, ვიდრე ეს პროკურატურას შეუძლია
„პროკურატურას ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს, სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი კი იმაზე მაღალია, ვიდრე ამ ინსტიტუტს შეუძლია“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში დასადგენია, ზოგადად რა პრობლემაა ინსტიტუტში. „აშკარაა, რომ ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს პროკურატურას და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მაღალი, ვიდრე ზოგადად, ამ ინსტიტუტს ამ რესურსებით და ამ შესაძლებლობებით შეუძლია. საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი არ არის წინა კვირას წარმოქმნილი პრობლემა, ამ ინსტიტუტს წლებია ეს პრობლემა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებიც მოვესწარით ამ სიტუაციას - ეს იყო პროკურატურა საბჭოთა საქართველოსი, რეჟიმის პროკურატურა და ბუნებრივია, მის მიმართ დამოკიდებულება არ იყო დადებითი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა, თუმცა საზოგადოებაში განვითარებული მოვლენების შედეგად, მივიღეთ განუკითხაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ამ პროკურატურას დაერქვა კორუმპირებული პროკურატურა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ სტერეოტიპი, რომ პროკურატურა არის კორუმპირებული, ჩამოყალიბდა სამწუხაროდ იმ პერიოდში. მე მაშინ მომიწია საადვოკატო საქმიანობა და ზუსტად მახსოვს ის განცდა, კორუფცია როგორ ამრუდებდა სამართალს. ამის შემდეგ განხორციელდა რაღაც რეფორმები, კორუფციაზე ითქვა უარი, გარემონტდა შენობები, აყვანილი იქნა ახალი თანამშრომლები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მოძალადე პროკურატურა და ამას ჩვენ ვუყურებდით 9 წელი. მე ეს შიშის განცდაც მახსოვს, როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში და რა განცდა ჰქონდა თავად მას, მის ოჯახის წევრებს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, პროკურატურა კორუფციისა და ძალადობისგან გათავისუფლდა, თუმცა პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი მუდმივად ხდებოდა. „2012 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პროკურატურა, აბსოლუტურად გათავისუფლებული კორუფციისგან, ძალადობისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი იყო. გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა და პირადად ვიყავი ჩართული ამაში, მაგრამ სამწუხაროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას. არის განცდა, რომ თუ ვინმეს დაიჭერენ, ეს არის პოლიტიკური დევნა და და პროკურატურამ დაიჭირა პოლიტიკურად, არადა კანონი არ იცნობს ჩანაწერს, რომლითაც პროკურატურა იჭერს ადამიანებს და თუ ვინმეს არ დაიჭერდნენ ბრალდებოდა პროკურატურას, რომ ის არის უუნარო. დღეს გვაქვს პროკურატურა, რომელიც ამ 27 წლიან პერიოდში არასოდეს არ ყოფილა მაღალი ნდობის ხარისხით და ამ პოლიტიკური თავდასხმის ფარგლებშიც, ბუნებრივია მაღალი ნდობის ხარისხი ვერ მოიპოვა. ჩემი აზრით, გარკვეული ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს პროკურატურაში და ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურა. ამაში ვგულისხმობ პროკურატურის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის უზენაესობის დაცვას, შიდა ურთიერთობების სამართლიან დამოკიდებულებას და მოლოდინს, რომელიც საზოგადადოებას გააჩნია, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია, მემკვიდრეობა კი, საკმაოდ მძიმე“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)