22:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 12:30:36, 914 ნახვა

სამართალი
შსს: მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაიხურება.

როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირე გამოკითხვაზეა გადაყვანილი. 

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. დღეს გამთენიისას, „112"ში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულის შახტში მოხდა უბედური შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადნენ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.  ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, 4 ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება", - განაცხადა ალადაშვილმა. 

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.

 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics