|
2018-07-16 11:57:19, 1009 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე წულუკიანზე: მის მიერ დანიშნული პროკურორების ცოდვების ზიდვაში მეტად მოქნილი შუბლის ძარღვი ეხმარება
„ქალბატონ თეას საკუთარი და მის მიერ დანიშნული პროკურორების ცოდვების ზიდვაში ეხმარება მეტად მოქნილი შუბლის ძარღვი, რომელიც ძალიან ელასტიურია და მძიმე დაწოლის შედეგად წყდება“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის წარდგენას. როგორც დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მეექვსე მთავარ პროკურორს ირჩევენ, მის დანიშვნაში მთავარი მოქმედი პირი კი, უცვლელი რჩება. „დღეს მეექვსე მთავარ პროკურორს ამტკიცებს პარლამენტი განვლილი ხუთწელიწადნახევრის განმავლობაში. იშვიათი არასტაბილურობაა. ვერ უძლებს ერთი ადამიანის მხრები ამდენი ცოდვებისა და უკანონობის ტვირთს. სწრაფი როტაციაა საჭირო. ერთი პროკურორის ”სიცოცხლის ხანგრძლივობა” საშუალოდ გამოდის წელიწადი და ერთი თვე. უცვლელი რჩება ის, ვინც პროკურორის დანიშვნაში მთავარი მოქმედი პირია-პატარა თეა. ჭიანჭველაც პატარაა, მაგრამ თავის მასაზე გაცილებით დიდი ტვირთის ტარება შეუძლია-უყვარს ხოლმე თქმა. როგორც ინჟინერ-მექანიკოსებმა გამოთვალეს, ჭიანჭველას ამის შესაძლებლობას აძლევს დიდი და სპეციფიკური აღნაგობის კისერი. კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით მათვე დაადგინეს, რომ ქალბატონ თეას საკუთარი და მის მიერ დანიშნული პროკურორების ცოდვების ზიდვაში ეხმარება მეტად მოქნილი შუბლის ძარღვი, რომელიც ძალიან ელასტიურია და მძიმე დაწოლის შედეგად წყდება. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ამაში აგრეთვე ხელს უწყობს 666 ნიშნის მქონე პირადობის მოწმობა, რომელიც ერთადერთი ყოფილა ქვეყანაში და რომლის მეშვეობით იგი კავშირს ამყარებს საჭირო ადამიანებთან და ძალებთან. დღეს იგი დასამტკიცებლად თავის ნათლიმამას წარმოგვიდგენს, ანუ ნათლულის მამას. ორმაგად მძიმე ტვირთს იკიდებს თავის სათუთ მხრებზე. ვნახოთ, სანამდე გაუძლებს“,- წერს გოცირიძე.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)