2018-07-16 10:40:36, 772 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები არ იქნება დანერგილი.
„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.
ავტორი: ,