02:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-15 15:22:53, 930 ნახვა

პოლიტიკა
ცხრა პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს

ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს სამშაბათს დაასახელებს. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ხელისუფლება მოსახლეობას აღარ უსმენს. ვაშაძე მდგომარეობიდან გამოსავალზე საუბრობს, რომელსაც ის გაერთიანებაში ხედავს.

„გამოსავალი არის ერთადერთი - მაქსიმალური გაერთიანება ყველა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ჯგუფის, ვისაც მართლა სწამს და სჯერა საქართველოს მომავლის. დრო ძალიან ცოტაა, შესაბამისად, კონკრეტულ სახელებს ახლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ მივედით, თითქმის, შეთანხმების პროცესამდე და გვეყოლება საერთო კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.

„ჩვენ აუცილებლად გვეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ და არ გაგვიჭირდება, ღირსეული, ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს არა საპრიზო ადგილისათვის ამ არჩევნებში, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ცნობილია, რომ ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics