21:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-15 11:43:49, 972 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა. ჯ. და 1981 წელს დაბადებული პ. ჯ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილს, მასში მყოფ 2 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია  დანაშაულის ჩადენის იარაღები.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს,საქართველოს  სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics