|
2018-07-14 22:05:20, 1035 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: აღმოვაჩინე, რომ კანტს ვგავარ - მაღლა მოჭედილი ცა მაოცებს, დაბლა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა
"თუ ადამიანი არ არის თავის ადგილზე, მაშინ გახდება დაცინვის, „ვანოს შოუს“, „ღამის შოუს“ და „პარლამენტ შოუს“ ობიექტი", - ასე მიმართა "ნაციოალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ მინისტრობის კანდიდატებს. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მინისტრობის 3 ახალი კანდიდატი თანამდებობას არ შეესაბამება, რადგან ისინი პოლიტიკური ფიგურები არ არიან. „დღევანდელი გამოსვლების მერე და მას შემდეგ, რაც მოვისმინე მთავრობის პროგრამა და შევხედე მთავრობას ვიზუალურად, გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს - გარეგნულად კი არა, მე და კანტს, გვაქვს ერთნაირი იდეები. კანტმა ბრძანა: მე მუდამ მაოცებდა ორი რამ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ - მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. საიდან მოიყვანეთ ეს ხალხი?! ვარსკვლავები გამოანათებენ და ჩაქრებიან, ზოგნი ბჟუტავენ, ან საიდანღაც გაჩნდებიან, მერე ისევ გაქრებიან. ახლა ახალი გუნდი შემოვიდა და ყველას დაგვავიწყდა ისინი გუშინ ვინც იყვნენ. ამოიწურა „ქართუს“ რეზერვუარები და გასცდა ახლა „ქართუს“ არეალს თქვენი საკადრო პოლიტიკა და ახლა ახალი კადრებით შეივსო. პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი არ მოდიან იქ, სადაც მათი ადგილია. რამდენიმე თვეში ამას თვითონ მიხვდებიან და დარწმუნდებიან, რომ თუ ადამიანი არ არის თავის ადგილზე, მაშინ გახდება დაცინვის, „ვანოს შოუს“, „ღამის შოუს“ და „პარლამენტ შოუს“ ობიექტი. ახლა ფეხბურთი ახსენა ჩვენმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ და დღეს ყველა რადგან გულშემატკივრები ვართ. წარმოვიდგინოთ ახლა მესიც, რომ იყოს ჩვენი მთავრობის წევრი და გადაიყვანოთ და ათამაშოთ წყალბურთი, რა მოუვა იცით?! წყალში შესვლისთანავე ჩაიძირება. ამიტომ, ყველა ადამიანი უნდა იყოს თავის ადგილზე - მესი ვერ ითამაშებს ჰოკეის. ადამიანები, რაღაც სფეროში შეიძლება იყვნენ წარმატებულები, შეიძლება მენეჯმენტში, "ჯეოსელში", შეიძლება "მაგთიში", მაგრამ მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი რომელსაც აქვს იდეები, რომელსაც შეუძლია ადამიანების მობილიზება, რომელსაც შეუძლია მედიასთან ურთიერთობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)