00:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 20:49:48, 762 ნახვა

კომენტარი
​ჭიჭინაძე: პლასტელინი არ უნდა აგვერჩია - ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, საერთოდ არ გყავდეს

"კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი, ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, საერთოდ არ გყავდეს", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით. 

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

"არ ვიცი, ეტყობა გიორგი მარგველაშვილი თავისი შთაბეჭდილებების გავლენის ქვეშ არის. ქართულ ოცნების კანდიდატი, ხალხს ნაკლებად გააღიზიანებს და მგონი, უფრო მოიგებს მოსახლეობის გულს. თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, რისი კადრების უფლებას აძლევს თავს და რისი არა. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პლასტილინივით იყო. ადამიანმა საკუთარ თავს პლასტილინი არ უნდა უწოდო და ნამდვილად, პლასტილინი არ უნდა აგვერჩია. ჩემი დონიდან ძალიან შორს არის პრეზიდენტი და მაგას არავინ გადამაწყვეტინებს, საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატის მიხედვით მივიღებ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics