|
2018-07-14 17:27:10, 787 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი კვირიკაშვილზე: ერთ დღეში მისი ხსენება აიკრძალა - გუნდი თავის ლიდერებს ასე არ ექცევა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის უცნობია, თუ რა მიზეზის გამო დატოვებს საკუთარი თანამდებობები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯრომარემ ზურაბ პატარაძემ. როგორც პრეზიდენტმა TV25-ის ეთერში განაცხადა, აღნიშნულ პირებს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი საზოგადოებისთვის უნდა განემარტათ. მისივე შეფასებით, კვირიკაშვილი სარგებლობდა დიდი ნდობით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც. "ეს არის ქართული პოლიტიკის ცივილიზებულობის ან არაცივილიზებულობის საკითხი. ამით ინერგება ძალიან არასწორი დამოკიდებულება საერთოდ პოლიტიკის მიმართ და მოქალაქეების მიმართ. ჩემთვის უცნობია მათი წასვლის მიზეზი. თქვენ, როგორც მოქალაქეებიიმსახურებთ იმას, რომ იცოდეთ თუ რატომ მოდის ან მიდის ადამიანი პოლიტიკიდან. ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის ხალხის მიერ დაქირავებული ფიგურაა. თუ ამას ვერ იაზრებენ, ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. როგორ შეიძლება შენს მოქალაქეებს არ სცემდე პატივს და შენი წასვლის მიზეზი არ აუხსნა. თან კვირიკაშვილთან მიმართებაში სხვა დეტალებიც არსებობს: ის უცებ პოლიტსაბჭოდან გაქრა. კვირიკაშვილთან ვმუშაობდი როგორც პარტნიორი და ვერ გეტყვით რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებოდით, მაგრამ ვიცოდი მასთან როგორ მემუშავა. უცებ იმის თქმა, რომ გუნდმა ასე გადაწყვიტა - რომელ გუნდზეა ლაპარაკი? გუნდზე რომელიც პატივს არ სცემს არც პრემიერს, არც მოქალაქეებს, რომ უთხრას რატომ წავიდა პრემიერი კვირიკაშვილი?! გუნდი, რომელიც - მეორე დღეს ერთი ადამიანი არ გამოესარჩლება ამ ადამიანის ღვაწლსა და სახელს, როცა მანამდე აბა კვირიკაშვილისთვის რამე გეთქვა და ის გუნდის ლიდერი იყო. ერთ დღეში მისი ხსენება აკრძალულია, ერთ დღეში პოლიტსაბჭოდან გააქრეს და იმას ვინც ამას აკეთებს, ამას გუნდს ეძახიან?! გუნდი თავის ლიდერებს ასე არ ექცევა. დემოკრატიული პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გამჭვრეტადობა პოლიტიკური პროცესის. ჩვენ მოქალაქეები გვენდობიან, კვირიკაშვილს ენდობოდნენ, მასთან დამოკიდებულება და ურთიერთობა ჰქონდათ, მას საგარეო პარტნიორები ენდობოდნენ, მსოფლიოს მთავარ დედაქალაქებში კვირიკაშვილს იცნობდნენ და მასთან პარტნიორობდნენ. რაღაცნაირად გაიჟღერა ეკონომიკის საკითხმა - აქაც ხომ კომიკურ სიტუაციამდე მივედით. ეკონომიკური პროფილის პრემიერს 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს მაისში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)