23:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 13:06:09, 531 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-მაისში რუსეთსა და უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი 54%-ით შემცირდა

2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 43%, იაპონია – 20%, ლატვია – 5%, ესტონეთი – 16%, გერმანია – 5%, აშშ – 28%, კანადა – 149%, და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი – 4 760 721, ყაზახეთი – 1 731 126, უკრაინა –    1 072 530, პოლონეთი – 644 672,  ჩინეთი –   602 917 ბოთლი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემებზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ითაა შემცირებული. რუსეთში ღვინის ექსპორტი 70 პროცენტით შემცირდა, უკრაინაში კი 57 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 5 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის:  2012 წელს ექსპორტირებული იყო  7 240 265 ბოთლი და 2013 წ.  – 9 212 386 ბოთლი ღვინო.  კლება  არის 2014 წელთან შედარებით (22 779 153), რაც განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური  მაჩვენებლით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics