|
2018-07-14 15:37:23, 699 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ბახტაძეს: რის გაფუჭებას აპირებთ? გვინდა ვიცოდეთ რამდენად შევშფოთდეთ
„სადღეგრძელოსა და ლოზუნგის გარეშე, გვითხარით რის გაფუჭებას აპირებთ? გვინდა ვიცოდეთ რამდენად შევშფოთდეთ“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. გიგა ბოკერია რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის, რა სიხშირით ივლის პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში და რა კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში. „ძალიან ვნანობ, რომ გუშინ არ ვუყურე უმრავლესობის შეხვედრას თქვენთან. როგორც ჩანს, იქ რაღაც საოცრება მოხდა. კი ვიცი, რომ მწვავე დისკუსია არის ხოლმე თქვენს შორის, მაგრამ გუშინ როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული დისკუსია იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ვერ გაგტეხეს უმრავლესობის წევრებმა და კვლავ თანახმა იქნებით, რომ პარლამენტში იაროთ რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, როგორც ჩვენთან შეხვედრისას იყავით მზად. როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე ასევე მართლა თქვით კონკრეტული რაღაცები, რადგან იქამდე ვერც კომიტეტზე და ვერც ჩვენთან შეხვედრაზე ვერ გათქმევინეთ ეს გრანდიოზული განათლების რეფორმა კერძოდ რა არის?! იქნებ კითხვაზე პასუხისას კონკრეტულად გვითხრათ, სადღეგრძელოსა და ლოზუნგის გარეშე, კერძოდ, რას აპირებთ? მაგალითად, განათლების რეფორმაში, რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება. მე პირადად და ჩვენს თანამოაზრეებს ეს თქვენი აქტივიზმი ძალიან გვაშინებს, რადგან როგორც წესი, ეს დაკავშირებულია კონკურენციაში ჩარევასთან, ამიტომ გვითხარით რამდენად ჩარევას აპირებთ, რის გაფუჭებას აპირებთ?! ვაუჩერული სისტემის კიდევ უფრო შევიწროვებას აპირებთ თუ არა? გვინდა ვიცოდეთ რამდენად შევშფოთდეთ, რამდენად ვინერვიულოთ და რამდენად წინააღმდეგობა უნდა გაგიწიოთ ამაში?“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ბოკერია ასევე დაინტერესდა, მომხრეა თუ არა პრემიერი, რომ სუს-ი მას ემორჩილებოდეს. „იმ მძიმე ჩავარდნების ფონზე, რომელიც ქვეყანაში იყო ბოლო პერიოდში უსაფრთხოების სექტორში, თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრს ხომ არ გაქვთ სურვილი დააყენოთ საკითხი რომ სუს-ი, კონტრდაზვერვა დაუბრუნდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ნორმალურ ფარგლებში და თქვენ გემორჩილებოდეთ? მომხრე ხართ თუ არა სუს-ი გემორჩილებოდეთ თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს?“, - მიმართა გიგა ბოკერიამ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)