|
2015-06-02 13:02:10, 316 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნამდე მისი პიროვნება კარგად შეისწავლოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ ბედავს. "სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ბედავს, ვერ ბედავს პასუხების გაცემას მართლმსაჯულების მიერ დასმულ კითხვებზე, მან უარი თქვა არათუ ჩამოსვლაზე, იმ გადაწყვეტილებით, რაც მიიღო, ფაქტობრივად უარი თქვა საქართველოს მოქალაქობაზე",-განაცხადა ეკა ბესელიამ. ამასთან, ბესელიამ კომენტარი გააკეთა ზურაბ ადეიშვილის ოდესის მთავარ პროკურორად შესაძლო დანიშვნის თაობაზე. ეკა ბესელია უკრაინის ხელისუფლებას ადეიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი პიროვნების კარგად შესწავლას ურჩევს. "ვინც ასეთ გადაწყვეტილებაზე ფიქრობს, მე ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ადეიშვილის მიერ წარდგენილი ბრალდება და კარგად გაეცნონ ამ ადამიანების საქმიანობას საქართველოში, თუ რას ჩადიოდნენ. მე ვურჩევ ნებისმიერ ქვეყანას, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, უბრალოდ კარგად შეისწავლონ პიროვნებები რას აკეთებდნენ საქართველოში და რითი იყვნენ დაკავებული",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)