02:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 13:31:18, 866 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს [LIVE]

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დეპუტატებს პროგრამას გააცნობს, რიგგარეშე სესია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე დეპუტატები სიტყვით გამოვლენ კომიტეტების, ფრაქციების, უმცირესობისა და უმრავლესობის ფარგლებში.

მოგვიანებით, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე გავა.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივნისს წარადგინა.

შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია.

დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -  ლევან დავითაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics