|
2018-07-13 19:14:53, 683 ნახვა
კომენტარი
გახარია: რაც უფრო მეტი რეფორმა ტარდება შსს-ში, პოლიციელის დისკრედიტაციის მით უფრო მეტი მცდელობა ჩნდება
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენისას, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ემზარ კვიციანმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას კოკა კობალაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გენინსპექცია მოკვლევას უკვე აწარმოებს და ასევე, გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში. „ჯერჯერობით არანაირად არ დასტურდება, რომ იქ იყვნენ პოლიციელები. ფორმალურ მხარეს მოგახსენებთ, რომ გენინსპექციას უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა. გარდა ამისა პროკურატურაში საქმე უკვე აღძრულია და დაწყებულია გამოძიება - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დღევანდელი მონაცემებით, პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურად მივიდნენ ამ მისამართზე მას შემდეგ, რაც ეს მოხდა და მას შემდეგ რაც შეტყობინა შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ არსებობს რამდენიმე ვერსია და გარწმუნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ვერსიები გაიხსნება და ამას მოგახსენებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც უფრო მეტი რეფორმები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელის დისკრედიტაციის მით უფრო მეტი მცდელობა ჩნდება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მოთხოვნა არის პოლიციელის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ერთი - რომ იყვნენ კეთილსინდისიერები და ეფექტურები. ამ შემთხვევაში თითოეულ მათგანს ჩვენ დავუდგებით გვერდით, ყოველთვის და ყველგან. იმ შემთხვევაში თუ ისინი გავლენ თავიანთი უფლებამოსილებებიდან, ჩენ ვიქნებით პირველები, ვინც უმკაცრესად მოვითხოვთ მათ დასჯას და გავაკეთებთ ამას. ეს არის ის პრინციპები, რომელზეც დღეს ვახორციელებთ სისტემის რეფორმებს და ზუსტად იგივე პრინციპებით მივუდგებით ამ კონკრეტულ შემთხვევასაც. თუ უმცირესი ალბათობით, მაგრამ მაინც დადასტურდა ამ საქმეში პოლიციელების ჩართულობა, ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილები. იმ შემთხვევაში თუ ეს არ დადასტურდა ჩვენ შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ“, - აღნიშნა გახარიამ.
(NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)