|
2018-07-13 18:58:39, 562 ნახვა
კომენტარი
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მზარდია
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, დადებითია ტენდენციები აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის და 52.2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. "სამინისტროს პროგნოზით აღნიშნული ციფრი (777 მლნ აშშ დოლარი) მიმდინარე წლის ბოლოს მილიარდს მიაღწევს. აგროსასურსათო სექტორში უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირების მიზნით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეისათვის, ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ყველა საწარმო, რომელიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს, ვალდებულია დანერგოს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტი", - აღნიშნა დავითაშვილმა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, 2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო. "სახელმწოფოს მიერ შემუშავებულია ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის მარკეტინგული სტრატეგიული გეგმა, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის, როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორიის შექმნა, სამიზნე ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობა და, შედეგად, ექსპორტის ზრდას. 2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო. 2017 წელს, მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე", - განაცხადა მან. დავითაშვილის ინფორმაციით, კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო. "კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 18 მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენდება. კენკროვნების განვითარების კომპონენტის განხორციელებიდან მე-4 წელს ჯამურად იწარმოება 6 900 ტონამდე პროდუქცია, რომლის ღირებულებაც 28,480,000 ლარი იქნება. ამავე დროს, მრავალწლოვანი ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, თანამედროვე ბაღები გაშენებულია 5,400-ზე მეტ ჰექტარზე", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. ამასთან, მისივე თქმით, დაწყებულია ფერმერთა რეესტრის შექმნის პროგრამის განხორციელება. "სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, დაწყებულია ღონისძიებები ფერმერთა რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემის შექმნის მიმართულებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დავითაშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, სათბურების რაოდენობა გაორმაგებულია. "სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა, ერთდროულად ემსახურება როგორც საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ასევე არასეზონური იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი პროდუქციით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მიმდინარე სახელმწიფო პროექტი „იმერეთის აგროზონა“, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას. რის შედეგადაც: 2-3 წლის განმავლობაში წარმოება ჯამურად იმერეთის რეგიონში გაორმაგდება; გაიზრდება ყოველწლიური საექსპორტო შემოსავალი", - განაცხადა დავითაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე მელიორირებული მიწების ფართობები იზრდება. როგორც დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერისთვის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება. "პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ძირითად ამოცანას ახალგაზრდებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში დაფინანსდება 250 ახალგაზრდა მეწარმე, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 9.5 მლნ ლარს. 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დამტკიცდა 91 ბიზნეს გეგმა და გაფორმდა 18 ხელშეკრულებ", - აღნიშნა მან. მისივე მტკიცებით, ხელისუფლების პოლიტიკა კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს. ლევან დავითაშვილის განცხადებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, „შეღავათიან აგროკრედიტის პროექტში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. „პროექტია ახალი კომპონენტი, პრაქტიკულად, ფარავს მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას, ფერმერებისთვის ხელშეწყობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, რაშიც მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე გამარტივებული წვდომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)